სს ოლაინფარმი

სააქციო საზოგადოება “Olainfarm” – ბალტიისპირეთის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მედიკამენტების და ქიმიო-ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების 40 წელზე ხანგრძლივი გამოცდილება.

კომპანია დაფუძნებულია 1972 წელს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია “ოლაინური ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”. ქარხნის შექმნის ძირითადი მიზანი იყო ფარმაცევტული ნივთიერებებით და ნახევარპროდუქტებით საბჭოთა კავშირის ყველა ქარხნის უზრუნველყოფა, რომლებშიც მზა სამკურნალწამლო ფორმები მზადდებოდა. 1997 წელს პრივატიზაციის შედეგად კომპანია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა და დაიწყო აქციების კოტირება რიგის საფონდო ბირჟაზე.

ამ დროისათვის სს “Olainfarm”- ლატვიის და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების ფარმაცევტული წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელია, რომელშიც მუშაობს 1000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. კომპანია ფლობს საერთაშორისო პრაქტიკის თანამედროვე ტექნოლოგიებს და აქვს წამლების წარმოების შესაბამისი პრაქტიკის სერტიფიკატი (GMP), ISO სტანდარტის შესაბამისი ეკოლოგიური სერტიფიკატი 14001:2004, აგრეთვე სერტიფიცირებულია აშშ ინსპექციის სტანდარტის შესაბამისად (FDA).