ალერგიული რინიტი

ჯანმრთელობა! ეს სიტყვა ხშირად ესმით ადამიანებს, ვისაც აწუხებს ალერგია, რომელიც ხასიათდება ცემინებით, ცხვირიდან გამონადენით, ყელის ტკივილით და ცრემლდენით. ალერგიული რინიტი – თანამედროვე პრობლემა ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უფრო მეტად იყენებენ ქიმიურ ნივთიერებს, ხოლო სუფთა ჰაერი შეცვალა გამონაბოლქვმა. რინიტის სიმტომები იმდენად გამაღიზიანებელი და შემაწუხებელი შეიძლება იყოს, რომ რთული ხდება სამუშაოსა და სწავლაზე კონცენტრირება, ხოლო ცხოვრების ხარისხი […]

ჯანმრთელობა! ეს სიტყვა ხშირად ესმით ადამიანებს, ვისაც აწუხებს ალერგია, რომელიც ხასიათდება ცემინებით, ცხვირიდან გამონადენით, ყელის ტკივილით და ცრემლდენით. ალერგიული რინიტი – თანამედროვე პრობლემა ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უფრო მეტად იყენებენ ქიმიურ ნივთიერებს, ხოლო სუფთა ჰაერი შეცვალა გამონაბოლქვმა. რინიტის სიმტომები იმდენად გამაღიზიანებელი და შემაწუხებელი შეიძლება იყოს, რომ რთული ხდება სამუშაოსა და სწავლაზე კონცენტრირება, ხოლო ცხოვრების ხარისხი უარესდება.

განასხვავებენ ალერგიული რინიტის ორ სახეობას:

  • სეზონური ალერგიული რინიტი (თივის ცხელება) – სიმპტომები ვლინდება მხოლოდ წლის განსაზღვრულ პერიოდში, უმეტესად გაზაფხულზე, ყვავილობის დროს.
  • ალერგიული რინიტი სეზონის გარეშე – ალერგიის გამოვლინება განურჩევლად წელიწადის დროისა. უმეტესწილად, გამომწვევი შეიძლება იყოს მტვრის ტკიპა ან ცხოველების ეპითელიუმი.

 

როგორ ჩნდება ალერგია? ალერგენები (ნივთიერებები, რომლებიც აღიზიანებს სასუნთქ გზებს) ხვდებიან ცხვირის ღრუში, ყელში და თვალებში და ააქტიურებენ სპეციალურ უჯრედებს (პოხიერი უჯრედი). ეს უჯრედები გამოათავისუფლებენ ჰისტამინს, ნივთიერებას, რომელიც პასუხისმგებელია ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებზე. 

რა შეიძლება იყოს ალერგენი? ეს შეიძლება იყოს ხეებისა და სხვა მცენარეების მტვერი, მტვრის ტკიპები, ობი, კატები, ძაღლები, ცხენები ან ფრინველები, საკვები პროდუქტები (მაგ. რძე, თხილი, პომიდორი, კვერცხი). სამწუხაროდ არის სიტუაციები, როდესაც ალერგიის ნამდვილი მიზეზის იდენტიფიცირება ძალიან რთულია და ის შესაძლოა უცნობი დარჩეს. 

რამ შეიძლება გაამწვავოს ალერგიული რინიტის სიმპტომები? ძირითადად ესენია სხვადასხვა ქიმიკატები, როგორიცაა სიგარეტის კვამლი, საღებავები, ლაქები, კოსმეტიკური საშუალებები, ასპირინი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური სტრესი, ალკოჰოლის მიღება, გრილი და ნოტიო ჰაერი, კონდიციონერი. 

როგორ ვუმკურნალოთ ალერგიულ რინიტს? მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, თანამედროვე მედიცინამ მოიფიქრა გზები, სიმპტომების შესამსუბუქებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

  • მოერიდეთ ალერგენებს! თუ იცით თქვენს შემთხვევაში კონკრეტულად რა იწვევს ალერგიას, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონტაქტი ამ ნივთიერებასთან. ყვავილობისას რაც შეიძლება ხშირად დარჩით სახლში, თვალყური ადევნეთ ყვავილის მტვრის ოდენობას და გავრცელების არელას სოციალურ ქსელებში (მოიძიეთ სპეციალური საიტები, სადაც მითითებულია ამჟამად აქტიური ყვავილის მტვრის ტიპი და მისი კონცენტრაცია), ჩამოიბანეთ თვალები გრილი წყლით. მტვრის ტკიპების წყაროა თეთრეული, რბილი ავეჯი, რბილი სათამაშოები, ხალიჩები. ეცადეთ თქვენი საცხოვრებელი ფართი მოაწყოთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები შესაფერისი გარემო იყოს მტვრის ტკიპებისთვის. ცხოველები არ უნდა იყვნენ შენობაში. ნუ მოწევთ და სთხოვეთ სხვებსაც იგივე.
  • დაეხმარეთ საკუთარ თავს! შეინარჩუნეთ ფორმა ჯანსაღი დაბალანსებული კვების რეჟიმით, მოერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს. იპოვნეთ დადებითი ბალანსი ვარჯიშს, დასვენებასა და ძალების აღდგენას შორის. მოერიდეთ დეკონგესტანტების (ცხვირის წვეთები და სპრეი) ხანგრძლივ გამოყენებას, თუ აღნიშნული პრეპარატები არ არის დანიშნული ექიმის მიერ. თავდაპირველად ისინი ამცირებენ სიმპტომებს, მაგრამ ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს.
  • ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ მედიკამენტებს, რომლებიც შეესაბამება თქვენი სიმპტომების სიმძიმეს. ეს შეიძლება იყოს რეცეპტურული ან არარეცეპტურული პრეპარატები. ერთ-ერთი ძირითადი ჯგუფი ალერგიული რინიტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატებისა, არის ანტიჰისტამინური საშუალებები.

 

წყარო: : Murghtag’s Patient Education 6th Edition