ალერგია ბავშვებში

ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ქავილი და სხვა ალერგიული რეაქციები გვხვდება არა მხოლოდ მოზრდილებში, არამედ ბავშვებშიც. პატარები არც ერთ ასაკში არ არიან დაცულნი ალერგიისგან, მით უმეტეს, თუ მშობლებიც მგრძნობიარენი არიან რაიმე ალერგენის მიმართ. ხანდახან ალერგია თავისთავად ქრება, როცა ბავშვი იზრდება, ზოგჯერ კი მიყვება მთელი ცხობვრების მანძილზე. ალერგია არის იმუნური სისტემის რეაქცია მისთვის უსიამოვნო გამაღიზიანებელზე (მაგალითად, მტვრის ტკიპა, […]

ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ქავილი და სხვა ალერგიული რეაქციები გვხვდება არა მხოლოდ მოზრდილებში, არამედ ბავშვებშიც. პატარები არც ერთ ასაკში არ არიან დაცულნი ალერგიისგან, მით უმეტეს, თუ მშობლებიც მგრძნობიარენი არიან რაიმე ალერგენის მიმართ. ხანდახან ალერგია თავისთავად ქრება, როცა ბავშვი იზრდება, ზოგჯერ კი მიყვება მთელი ცხობვრების მანძილზე.

ალერგია არის იმუნური სისტემის რეაქცია მისთვის უსიამოვნო გამაღიზიანებელზე (მაგალითად, მტვრის ტკიპა, ცხოველის თმა, მტვერი). შედეგად, წარმოიქმნება სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ალერგიული ანთებითი რეაქციის პროვოცირებას და ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ალერგიული რინიტი, ატოპიური დერმატიტი და ჭინჭრის ციება. ალერგია არ არის გადამდები, არ გადადის ბავშვიდან ბავშვზე. ალერგიული რეაქციის გამოვლინებამდე ზოგჯერ რამდენიმე საათი ან დღეც გადის, ასე რომ, შეიძლება დაიბნეთ და მაშინვე ვერ მიხვდეთ, რომ რამდენიმე საათის წინ დალეული რძე ან თქვენს კალთაში მჯდომი კატაა დამნაშავე.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომლებიც მშობლებს ალერგიაზე დააფიქრებს არის:

  • ღებინება, საკვების მიღებაზე უარის თქმა, ნაწლავური კოლიკის მსგავსი გამოვლინებები, დიარეა, წონის ნელი მატება;
  • სურდო, ცემინება, ხიხინი ან ხველა, ბრონქიტის განმეორებადი ეპიზოდები, გახანგრძლივებული და მუდმივი ხველა;
  • კანზე – გამონაყარი (დერმატიტი, ჭინჭრის ციება);
  • გაღიზიანება, ცუდი ძილი, ხშირი ტირილი, თავის ტკივილი.

ბავშვებში ალერგიის ძირითადი მიზეზებია საკვები (რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, არაქისის კარაქი, ფორთოხალი, შოკოლადი, სოია, პომიდორი, თევზი და ხორბალი) და ინჰალაციის ალერგენები (მტვრის ტკიპა, მტვერი, ცხოველების ქერქი და ობი). ზოგჯერ ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს ისეთი საკვები პროდუქტების მიღებისას, რომლებიც შეიცავს საკვებ საღებავებსა და კონსერვანტებს – გამომწვევი შეიძლება იყოს ტკბილეული, სოუსები, ნაყინი, ფუნთუშები.

ალერგიული რეაქცია რძის პროდუქტებზე, განსაკუთრებით ძროხის რძეზე, არაფრით განსხვავდება ლაქტოზას აუტანლობის სიმპტომებისგან, ამიტომ სწორი დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია.

წყარო: Murtagh’s Patient Education 6 Edition