საკვების ალერგიის შესახებ

საკვებისმიერი ალერგია სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში: ევროპაში ბავშვების 7,5%-ს უვითარდება ალერგია საკვებ პროდუქტებზე. საკვებისმიერი ალერგია შეიძლება გამოვლინდეს რესპირატორული და ზოგადი სიმპტომებით, ასევე კანზე გამოვლინებით, თუმცა ამ ტიპის ალერგიის მქონე ადამიანების დაახლოებით მესამედს, უვითარდება კუჭ-ნაწლავური სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ადრეული სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა დიარეა, ტკივილი და კოლიკა. საკვებისმიერი […]

საკვებისმიერი ალერგია სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში: ევროპაში ბავშვების 7,5%-ს უვითარდება ალერგია საკვებ პროდუქტებზე. საკვებისმიერი ალერგია შეიძლება გამოვლინდეს რესპირატორული და ზოგადი სიმპტომებით, ასევე კანზე გამოვლინებით, თუმცა ამ ტიპის ალერგიის მქონე ადამიანების დაახლოებით მესამედს, უვითარდება კუჭ-ნაწლავური სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ადრეული სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა დიარეა, ტკივილი და კოლიკა. საკვებისმიერი ალერგიის დროს, ბავშვის ორგანიზმი გარკვეულ საკვებ ნივთიერებებს მისთვის მავნე ელემენტებად აღიქვამს. შედეგად აქტიურდება იმუნური სისტემა, რომელიც ცდილობს გამოიმუშავოს დამცავი ნივთიერებები. როდესაც აღნიშნული პროდუქტი ხვდება ბავშვის პირის ღრუში, მისი ნაწილაკები შეისუნთქება ან მოხვდება კანზე, ორგანიზმი რეაგირებს სხვადასხვა ნივთიერებების, მათ შორის ჰისტამინის გამოყოფით. ეს ნივთიერებები მოქმედებს როგორც ალერგიული რეაქციების გამომწვევი, როგორიცაა ცემინება, ცხვირის გაჭედვა, სურდო, ცრემლდენა, გამონაყარი სხეულზე, ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება ენაზე, ხიხინი, მუცლის ტკივილი, დიარეა, შეშუპება.

ხშირად ერევათ ერთმანეთში საკვების შეუწყნარებლობა და საკვებისმიერი ალერგია. საკვების შეუწყნარებლობისას სიმპტომები მსგავსია, მაგრამ არის განსხვავებები – ხშირი ბოყინი, კუჭის სიმძიმე, მეტეორიზმი, დიარეა, თავის ტკივილი, გაღიზიანება. საკვების შეუწყნარებლობის შემთხვევაში, იმუნური სისტემა არ არის ჩართული, ჩვეულებრივ შეუწყნარებლობა უკავშირდება ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თავისებურებებს, როდესაც მას არ შეუძლია გარკვეული ნივთიერების მონელება, მაგალითად როგორიცაა ლაქტოზა.

У ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ალერგია პრაქტიკულად ნებისმიერ პროდუქტზე, მაგრამ პირველ რიგში ეჭვი მიაქვთ გარკვეულ ალერგენებზე:

  • კვერცხი – კვერცხის გულიც და ცილაც შეიცავს რიგ ცილებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. თუმცა, ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს სწორედ კვერცხის ცილა;
  • თხილი – პროდუქტის გამოყენებამდე, ყოველ ჯერზე, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ეტიკეტი. მწარმოებლები ხშირად ცვლიან პროდუქტის რეცეპტებს. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ ბევრი პროდუქტი, რომელიც მზადდება იმავე ადგილას, სადაც თხილის შემცველი პროდუქტები, შესაძლოა შეიცავდეს თხილის ნაწილაკებს. თხილის ცილის ძალიან მცირე ნაწილაკიც კი საკმარისია, რომ გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია;
  • სოიო – სოიოს მარცვლებისგან გადამუშავებული პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია ბავშვებში. ხშირად, “სოიოს ალერგიას” იწვევს სოიოს შემცველი ხელოვნური კვების პროდუქტები ჩვილი ბავშებისთვის, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ალერგია ქრება 3 წლის ასაკიდან;
  • ხორბალი – ალერგია ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ზედმეტად რეაგირებს ხორბლის ცილებზე. ახასიათებს გამოვლინება ჩვილობის ასაკში;
  • თევზი – ყველაზე ხშირად, ალერგიულ რეაქციას იწვევს ცილები, რომელსაც შეიცავს ახალი (ახლადდაჭერილი) თევზი. თუმცა, შესაძლებელია ალერგია გამოიწვიოს თევზის ჟელატინმაც, რომელიც მზადდება თევზის კანისა და ძვლებისგან. ასევე სასურველია რაციონიდან გამოირიცხოს თევზის ცხიმი. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმი როგორც ასეთი თითონ არ შეიცავს ცილებს, მასში ხშირად ხვდება თევზის ცილების მცირე ნაწილაკები. ცეზარის სალათი და ცეზარის სოუსი ხშირად შეიცავს თევზის ნაწილაკებს (ანჩოუსები).

 

მიუხედავად იმისა, რომ ალერგიის სრულად განკურნება შეუძლებელია, საკვებისმიერი ალერგია არის ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ ბავშვი ამ პრობლემისგან გათავისუფლდება. უმეტესწილად ალერგია კვერცხზე, რძეზე, ხორბალსა და სოიოს პროდუქტებზე ასაკთან ერთად ქრება. ალერგია თევზსა და ზღვის სხვა პროდუქტებზე, ჩვეულებრივ ვლინდება შემდგომ წლებში და როგორც წესი მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე.

თუ ბავშვს აქვს კვებითი ალერგიის სიმპტომები, უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც დაგისვამთ შემდეგ კითხვებს:

  • როგორია სიმპტომები?
  • როგორია სიმპტომები?
  • რა ინტერვალია კვებასა და სიმპტომების გამოვლინებას შორის?
  • აქვს თუ არა ოჯახის რომელიმე წევრს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ასთმა, ატოპიური დერმატიტი, საკვებისმიერი ალერგია?

 

ექიმმა უნდა გამორიცხოს მდგომარეობა, რომლიც სიმპტომებით შეიძლება გავდეს საკვებისმიერ ალერგიას, მაგალითად როგორიცაა საკვების შეუწყნარებლობა. თუ ბავშვს რძის დალევის შემდეგ აქვს დიარეა და არ აღენიშნება სხვა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ალერგიაზე, უნდა გამოირიცხოს ლაქტოზის აუტანლობა. ცელიაკია და გლუტენის აუტანლობა ასევე შეიძლება გამოვლინდეს ალერგიის მსგავსი სიმპტომებით.

ოჯახის ექიმი, სავარაუდოდ, გირჩევთ ალერგოლოგთან კონსულტაციას, რომელიც დასვამს უფრო კონკრეტულ კითხვებს და ჩაატარებს ალერგიის ტესტებს. ერთ-ერთი ასეთი ტესტი შეიძლება იყოს კანის ალერგიის ტესტი, რომლის დროსაც ხდება ალერგენის გადატანა ბავშვის კანზე, ხელზე ოდნავი ჩხვლეტით. დაკვირვება ხდება 15 წუთის განმავლობაში. თუ ნაჩხლეტის ადგილას გაჩნდა სიწითლე და შეშუპება, დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვს აღენიშნებოდეს ალერგია კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე, თუმცა ალერგოლოგს შეუძლია ჩაატაროს სხვა კვლევებიც დიაგნოზის სრულად დასადასტურებლად.

საკვებისმიერი ალერგიის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, ალერგოლოგი შეიმუშავებს შესაბამის მკურნალობის გეგმას, რათა ბავშვს ხელი არ შეეშალოს ზრდა-განვითარებასა და თანატოლებთან ურთიერთობაში. მშობლების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა დაეხმარონ ბავშვს ალერგენთან კონტაქტის თავიდან აცილებაში. როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს საბავშვო ბაღში, სკოლაში ან წრეებზე, მასწავლებლები წინასწარვე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ბავშვის ალერგიის შესახებ. რა თქმა უნდა, მშობლებმა ბავშვსაც უნდა ასწავლონ, რომ თავი აარიდოს არასასურველ საკვებს.

მედიკამენტებს შორის, რომლებიც მუდამ არის სახლში ან გაქვთ ჩანთაში, აუცილებელია იყოს ანტიჰისტამინური პრეპარატები. ისინი დაგეხმარებიან გაუმკლავდეთ ალერგიის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სურდო, ცემინება, ცრემლდენა. მათი დახმარებით ირღვევა ჰისტამინის მოქმედება ორგანიზმში, რითაც მცირდება სიმპტომების ინტენსივობა – ცხვირის შეშუპება/გაჭედვა, ქავილი, გამონაყარი, ცრემლდენა.